Time Out-მა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქებისა და სოფლების რეიტინგი შეადგინა., რომელშიც სულ 16 ასეთი ლამაზი ადგილი მოხდვა, ტოპ 10-ეულს კი სტეფანწმინდა ხურავს. რეიტინგის ავტორი წერს, რომ ნეპალის ბორცვებიდან კალიფორნიის სანაპირომდე პატარა ქალაქები და სოფლები დახვეწილობით, თავისი უცნაურობებითა და სილამაზით შეირჩა, ხოლო სიაში რამდენიმე “ნამდვილი დამალული საგანძურია,” რომელთა შორისაც ავტორი, სტეფანწმინდასაც გულისხმობს. აი რას წერს ავტორი ქართული საგანძურის შესახებ. “ის, ასევე, ცნობილია, როგორც ყაზბეგი. სტეფანწმინდა ხეობაში, კავკასიონის მთებს შორისმდებარეობს. ყაზბეგის მთის ფონზე ბორცვზე მეთოთხმეტე საუკუნის გერგეტის სამების ეკლესია დგას. ეს შორეული და ისტორიული რაიონი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გზაჯვარედინია ევროპასა და აზიას შორის, რომელზეც გზა მეექვსე საუკუნიდან გადის. სტეფანწმინდა იდეალურ ბაზას წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის ჩანჩქერებისა და ცხელი წყაროების შესასწავლად. მეტიც, აქ ფოტოგადაღებისთვის გამზადებული გულის ფორმის ტბაც არის