მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია მიმდინარეობს - ისინი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ - Palitra News

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია მიმდინარეობს - ისინი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ

2024-04-09 12:32:26+04:00

მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის ორგანიზებით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ კონფერენცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ღოინსძიებაში სამოქალაქო ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, მოქალაქეები და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ, რომელიც, კონფერენციის მონაწილეთა შეფასებით, ქართულ დემოკრატიას აზიანებს და ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრების საშუალებას ართმევს.