საქართველოს პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვას მომდევნო კვირიდან იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აღნიშნულ კანონპროექტს 15 აპრილს განიხილავს. მმართველი პარტიის მტკიცე პოზიციაა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, თუმცა აქვე ცნობილია პრეზიდენტის პოზიიცაც - სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ კანონს, მისი მიღების შემთხვევაში, მას აუცილებლად ვეტოს დაადებს. ამ თემას დღეს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია გამოეხმაურა.