რა არის მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანი - ამ კითხვაზე ექსპერტთა შეფასება ორად იყოფა. ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ინიციატივის მიზანი არის არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტებად, დასავლეთის კი მტრად გამოცხადება. ექსპერტთა მეორე ნაწილის შეფასებით კი, კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო სექტორის ფინანსურ გამჭირვალობას ემსახურება, ამიტომ მისი მიღება ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას არ დააზიანებს. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა შემდეგ კვირას შედგება.