გამოიწვევს თუ არა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესებას - აღნიშნული კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, მეთიუ მილერს, უცხოელმა ჟურნალისტმა - ალექს რაუფოღლუმ დაუსვა. მეთიუ მილერი კითხვას კონკრეტულად არ პასუხობს და აცხადებს, რომ ამ საკითხს სახელმწიფო დეპარტამენტი თვალყურს ადევნებს. მილერმა ასევე აღნიშნა, რომ დეპარტამენტი კანონპროექტით აღშფოთებულია.