1. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პარლამენტის - თავმჯდომარე ნურდინჟონ ისმაილოვს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უზბეკეთს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებში.