უცხოური გავნლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს გამარჯვების კოალიცია ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამოეხმაურა. ლევან ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე აცხადებს რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და არა რუსეთი, ამიტომ ის მიიჩნევს რომ ნებისმიერი კანონი, რომელსაც ხელისუფლება იღებს, უნდა ემსახურებოდეს ადამიანებს და მათ კეთილდღეობას. „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კი მოქალაქეებს ბოლომდე ბრძოლასა და ევროპულ მომავალს ჰპირდება. ვაშაძის თქმით, გასული წლის შემდეგ ხელისუფლებამ კანონი შემოაბრუნა იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის გზას ააცილოს.