უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საკანონმდებლო ორგანოს გარეთ აქტივისტებმა, მესამე სექტორის ნაწილმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ინიცირებული პროექტის შინაარსი გააპროტესტეს და მმართველ გუნდს მისი უკან წაღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით არა რუსულ კანონს. აქციის დეტალებს მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.