ამ წუთებში, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე, გრიგორიადისის ადვოკატებს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ. როგორც პროცესის დაწყებამდე დაკავებულის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე, ზვიად შარაძე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.