ბრიტანეთის კუნძულ მენზე შტორმი "კეტლინი" მძვინვარებს. ძლიერი ტალღები კუნძულის დედაქალაქ დუგლასთან დაფიქსირდა. მეტეოროლოგიურმა ოფისმა საფრთხის ყვითელი დონე გამოაცხადა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის საშიშროება კუნძულზე ორი დღის მანძილზე შენარჩუნდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.