„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს ოფიციალურად წარედგინება. აღნიშნული ინიციატივა მმართველი პარტიის სახელითაა რეგისტრირებული. ის შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაწვეული პროექტის ანალოგია. აღსანისნავია ისიც, რომ დღევანდელ ბიუროს ასევე წარედგინება „გახარია - საქართველოსთვის“ და თეონა აქუბარდიას მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც რუსეთის გავლენებისგან დაცვას ითვალისწინებს. რას აცხადებენ დეპუტატები ბიუროს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე და მიიღებს თუ არა ოპოზიცია დღევანდელ განხილვებში მონაწილეობას.