გუდაურში დასრულდა იუნიონთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი სნოუბორდ კროსში. ტურნირის დასკვნით დღეს სპორტსმენები ერთმანეთს გუნდურ სახეობაში შეეჯიბრნენ. პირველ ადგილზე საფრანგეთის ნაკრები გუნდი გავიდა, მეორე ადგილი ასევე საფრანგეთის წარმომადგენლებს დარჩათ, ხოლო ბრინჯაოს მედლებს სლოვაკი რაიდერები დაეუფლნენ. ტურნირის დასრულების შემდეგ სპორტმენები შესაბამისი სინჯის მედლებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი სნოუბორდ კროსში ზამთრის ამ სეზონზე მეხუთე საერთაშორისო ტურნირი იყო, რომელსაც საქართველომ უმასპინძლა და ქვეყანამ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. მათი წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო წლიდან წლამდე ვითარდება და ისინი საქართველოს მომავალშიც არაერთხელ ეწვევიან, რათა ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა ტურნირი ჩაატარონ.