კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი ორდღიანი სემინარი ჩატარდა, რომელსაც ჟურნალისტი მაკა ანთიძე გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს ახალი ამბების გაშუქების, რეპორტინგის, ინტერვიუს მომზადების, ბიზნესისა და ეკონომიკის თემების გაშუქების შესახებ მისი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. სემინარის დასასრულს, მედიააკადემიამ ყველა ჟურნალისტს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის წარმომადგენლებს სფეროს წამყვანი სპეციალისტების სემინარებს უკვე მეექვსე წელია, სრულიად უფასოდ სთავაზობს.