გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს. გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოლაფ შოლცი ფედერალურ კანცელარიაში სამხედრო პატივით მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები იქნება: ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობა, ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.