კონსტიტუციის 52-ე მუხლით, საქართველოს მთავრობამ, სალომე ზურაბიშვილს უცხოეთში ვიზიტზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. განკარგულებას ხელს, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს. ამჯერად, პრეზიდენტი ლიეტუვაში გამგზავრებისთვის ითხოვდა ნებართვას. ზურაბიშვილის სურვილია 10-12 აპრილს ვილნიუსში სამუშაო ვიზიტით ჩავიდეს. უარის მიზეზად სახელისუფლებო გუნდმა ბოლო 1 წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის არაერთი განცხადება დაასახელა, რომელიც მათი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ რიტორიკას ატარებდა. ხელისუფლების ოპონენტები, მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილისგან ახლა, ვილნიუსში გამგზავრებას მაინც ელიან. ამის თქმის საფუძველს მათ, პრეზიდენტის არაერთი უნებართვო ვიზიტი აძლევთ. ოპოზიციისთვის, ამ დრომდე, მიუღებელია ის არგუმენტები, რის საფუძველზეც საქართველოს ხელისუფლება სალომე ზურაბიშვილს პარტნიორებთან ვიზიტზე, უარს ეუბნება.