მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. იმსჯელეს თბილისში ახალი აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებული შესწავლის შედეგებზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა და აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლობით ჩატარდა. სხდომაზე ენერგეტიკის სფეროს განვითარების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო განახლებადი წყაროებიდან ენერგოპროექტების მხარდაჭერის ახალ მექანიზმებს, რისთვისაც განახლებულ პირობებს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს.