კუნძულ კრეტაზე ტყის ხანძრის გამო, ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საბერძნეთის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი ქარის გამო, ცეცხლი ზღვისპირა ქალაქ იერაპეტრას აღმოსავლეთით, მთიანი ტყის ფერდობებზე გავრცელდა. ევაკუირებულ დასახლებებში დაახლოებით, 300 ადამიანი ცხოვრობს. კუნძულზე გაჩენილი ტყის ხანძრის ჩაქრობას 120 მეხანძრე ცდილობდა