ამერიკის პენცენტრი, გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი - სებასტიან ფიშერი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ჰელსინკის კომისიის სენატორები - სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები „ქართულ ოცნებას“ „საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კვლავ ინიცირების გამო მწვავედ აკრიტიკებენ. დასავლეთიდან ხელისუფოლებას მტკიცედ ეუბნებიან, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.