რუსეთში, ორენბურგის ოლქის ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შემდეგ, წყალდიდობის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ოპერატიულ სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. ორი ადამიანის ცხედარი ქუჩაში, ერთი კი სახლში აღმოაჩინეს. კაშხლის დაზიანების შედეგად ქალაქ ორსკში 2400-ზე მეტი სახლი დაიტბორა. მომხდარის გამო 711 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.