„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის, თემურ ცამციშვილის განცხადებით, იმერეთში 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი განახევრებულია. მისივე თქმით, რუსული კანონის მიღება ნიშნავს ხალხის გაწირვას ეკონომიკური კოლაფსისთვის.
2023 წელს ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 23 პროცენტით არის შემცირებული, რაც შეეხება იმერეთს - 2012 წელს თუ 40 მილიონი დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, 2023 წელს ეს ციფრი არის განახევრებული და გვაქვს 20 მილიონი დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით.