პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა - გიორგი ვაშაძემ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მედპერსონალის ანაზღაურებასა და ექთნების სიმცირეზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება დაბალია, რაც მოქალაქეთა მომსახურების ხარისხზე აისახება. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის შეფასებით, ექთნების სიმცირე ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზებს ქმნის.