საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები „ქართულ ოცნებას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კვლავ დაინიცირების გამო მწვავედ აკრიტიკებენ. მათ შორის არიან - ამერიკელი სენატორები, გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერი - სებასტიან ფიშერი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ასევე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატორები. დასავლეთიდან ხელისუფოლებას მტკიცედ ეუბნებიან, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და პერსპექტივას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.