მმართველი პარტიის მხრიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთაც განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციური პარტიები სახელისუფლებო გუნდის მხრიდან გადადგმულ ანტიევროპულ ნაბიჯებზე საუბრობენ. „ქართულ ოცნებაში“ კი ყურადღებას კანონის მიღების საჭიროებაზე ამახვილებენ.