„უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტს“ უარყოფითად ამერიკის ჰელსინკის კომისიაც აფასებს. გამიზნული თავდასხმა დემოკრატიაზე და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისს საბოტაჟი - ასე აფასებენ ვაშინგტონში საქართველოს მმართველი პარტიის ინიციატივას. ჰელსინკის კომისია წერს, რომ კანონპროექტი რუსული კანონის ზუსტი ასლია. ჰელსინკის კომისიის განცხადებით, შემაძრწუნებელია, თუმცა არა გასაკვირი, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, კვლავ ამ გზაზე მიდის.