საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ხელახლა ინიციირებული „საერთაშორისო გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ „დაუყოვნებლივ“ უკან გაიწვიოს. ამის შესახებ განცხადებას აღნიშნული ორგანიზაცია სოციალურ ქსელში აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ევროინტეგრაციისგან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ თითქმის ერთი წელი გავიდა, რაც მსგავსი კანონმდებლობა საზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გაიწვია.