რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაიღუპა 6 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.
იგორ ტერეხოვის ცნობით, რუსების თავდასხმის შედეგად, 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
„ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, - განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
ხარკოვის მერის ინფორმაციით, რუსების შეტევის შედეგად, სულ მცირე ცხრა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სამი საერთო საცხოვრებელი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, ბენზინგასამართი სადგური, მაღაზია და ავტომობილი დაზიანდა ან განადგურდა.