მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, პარასკევს საღამოს, ეკვადორის პოლიციამ მექსიკის საელჩოში ქვეყნის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი დააკავა, რის შემდეგაც, მექსიკამ ეკვადორთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
მექსიკის პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ ეკვადორის ხელისუფლების მიერ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის დაკავება საერთაშორისო სამართლისა და მექსიკის სუვერენიტეტის დარღვევას წარმოადგენს.
ეკვადორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ხორხე გლასი, რომელიც კორუფციის ბრალდებით ორჯერ გაასამართლეს, გასული წლის დეკემბრიდან კიტოში, მექსიკის საელჩოს თავს მას შემდეგ აფარებდა, რაც მან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.