პირველად საქართველოს ისტორიაში, 6-დან 7-ი აპრილის ჩათვლით გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გაიმართება და მასში მსოფლიოს წამყვანი 18 ქვეყნის 21 წლამდე ასაკის 80 სპორტსმენი იასპარეზებს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი, პიტერ კროგელი და ტექნიკური დელეგატი, რიკარდო კიმინაცო.