საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა მედიკამენტები, რომლებიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული. მინისტრი განმარტავს რომ ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებსაც შეიძლება, ამ დროისთვის უკვე ამოწურული ჰქონდეთ 25 000-ლარიანი ლიმიტი. მიხეილ სარჯველაძის თქმით, გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის მიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი.