საქართველოს პრემიერ -მინისტრის გადაწყვეტილებით დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანებულება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა. ირაკლი ბერაია აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნამდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშორიების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ხელისუფლების ოპონენტები კრიტიკულად აფასებენ ირაკლი ბერაიას დაზვერვის სამსახურის უფროსად დანიშვნას და აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძე პარტიული აქტივის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნას აგრძელებს. მათივე შეფასბით მმართველ პარტიას სახელმწიფოს ინტერესები არ აინტერესებს.