პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტის“ განხილვისთვის ემზადება. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ კანონპროექტით „ქართული ოცნება“ დასავლეთს მტრად აცხადებს და ქვეყნის იზოლირებას ცდილობს. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ არასამთავრობო სექტორის დაფინანსება ხშირ შემთხვევაში გამჭვირვალე არ არის. გარდა ამისა, „ქართულ ოცნენაში“ ამ კანონპროექტს „ევროპულ მაგალითზე შექმნილ ქართულ კანონს" უწოდებენ.