ჰოა ავტოიმპორტი, რომელიც ბაზარზე უკვე 5 წელია ოპერირებს, მომხმარებლებს ამერიკის, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და დუბაის ბაზრებიდან ავტომობილების იმპორტს სთავაზობს. კომპანიის მთავარი ნიშა სანდოობა, მომსახურების მაღალი ხარისხი და რისკების ის მინიმალურ დონემდე დაყვანილი მაჩვენებელია, რაც ავტომობილების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანის პროცესს უკავშირდება.
რისკების მინიმალიზაციას კომპანიის განსხვავებული სერვისი განაპირობებს, რაც ავტომობილის შერჩევიდან მის ქვეყანაში ჩამოყვანამდე ყველა საფეხურს მოიცავს. ჰოა ავტოიმპორტს სამხრეთ კორეაში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც მოხმარებლისთვის სასურველ ავტომობილს შემოწმებას ადგილზე უტარებს. შედეგს კი ფოტო და ვიდეო მასალის სახით კომპანიას აწვდის. შესაბამისად მომხმარებელი ავტომობილის შეკვეთამდე მის ტექნიკურ თუ ვიზუალურ მდგომარეობაზე სრულად ინფორმირებულია. კომპანიის წარმომადგენლები კი ავტომობილების ჩატვირთვისა თუ ჩამოტვირთვის პროცესს ადგილზე ესწრებიან.
ავტომობილების შეძენის პროცესის კიდევ უფრო გასამარტივებლად ჰოა ავტოიმპორტი, როგორც ქართველ ისე უცხოელ მომხმარებლებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. კომპანიამ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე ხელმისაწვდომი პლატფორმა შექმნა. ჰოაიმპორტ ჯიდან სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე არსებული ნებისმიერი გასაყიდი ავტომობილის შეძენა გამარტივებული წესითაა შესაძლებელი. კომპანია მომხმარებლებს, მათ შორის, დუბაიდან და ჩინეთიდან ცენტრის ელექტრომობილების შეძნის შესაძლებლობასაც სთავაზობს, რომლებსაც ნულოვანი გარბენი და ცენტრის გარანტია აქვთ.
ჰოა ავტოიმპორტი ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს, იმპორტირებული მანქანების რაოდენობა კმაყოფილი მომხმარებლების რიცხვის პირდაპირპროპორციულია. თუმცა კომპანიას სამომავლოდაც დიდი გეგმები აქვს, მათ შორის, თბილისში და ბათუმში ახალი ფილიალების გახსნაა. ახალი წარმომადგენლობების დაპოზიციონირებას ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით კომპანია ქვეყნის გარეთაც, სამხრეთ კორეასა და მეზობელ აზერბაიჯანში გეგმავს. თუმცა გაჩერებას არც ამაზე აპირებს და მომხმარებლებს, მიმდინარე წელს, კიდევ ბევრ სიახლეს ჰპირდება.