უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსებმა უკრაინას ბალისტიკური რაკეტებითა და Shahed-ის ტიპის დრონებით შეუტიეს, თუმცა უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა აღნიშნული შეკვეთა აღკვეთეს. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს მტერმა უკრაინას ს-300 და S-400 ტიპის ორი მართვადი საზენიტო რაკეტით, ასევე ბალისტიკური „ისკანდერ-ემ“-ის 3 რაკეტითა და „შაჰედის“ ტიპის 13 დრონით შეუტია. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე 4 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა მიიტანეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 108-ჯერ გაისროლეს. ფრონტის ხაზზე ჯამში 65 საბრძოლო შეტაკება მოხდა.