შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის გახსნა საინფორმაციო კამპანია სახელწოდებით „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორენოვანი ახალგაზრდების როლზე საინფორმაციო კამპანიის მიზნების მისაღწევად, იმ დასახლებებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
სამდღიანი სემინარი მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და თემის ექსპერტებთან. სემინარში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან.