გამოცემა The Moscow Times-ის ინფორმაციით, ყაზახური ბანკები რუსული “მირ”-ის ტიპის ბარათების მომსახურებაზე უარს აცხადებენ. „მირ”-ის სისტემის წინააღმდეგ სანქციებს ყაზახეთის უდიდესი ბანკი - Halyk Bank-იც აწესებს. მედიის იბფორმაციით, ამ ბანკმა რუსული ბარათების მომსახურება, მათ შორის გადარიცხვების, ტერმინალების მეშვეობით გადახდისა და ბანკომატიდან თანხების გამოტანის სერვისი სრულად შეაჩერსა. ბანკის წარმომადგენლის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სანქციები “საგადასახადო ბარათების ეროვნულ სისტემას” შეეხო. სანქციების ქვეშ რუსეთის ცენტრალური ბანკის “შვილობილი” კომპანიაც მოექცა, რომელიც “მირ”-ის ბარათების გაცემაზე და მომსახურებაზეა პასუხისმგებელი. რუსულ ბარათებზე მუშაობას მხოლოდ “ვითიბი ყაზახეთი” და Bereke bank-ი აგრძელებენ.