ისრაელი აცხადებს, რომ ღაზას სექტორისთვის ორი ჰუმანიტარული მარშრუტის გახსნა დაამტკიცა, რათა ტერიტორიაზე მეტი დახმარება შევიდეს. ღაზას ჩრდილოეთით მდებარე ერეზის კარიბჭე და ასევე აშდოდის პორტი, ომის დაწყების შემდეგ პირველად ხელახლა გაიხსნება. იორდანედან მეტი დახმარების მიწოდება კი კერემ შალომის გადასასვლელის გავლით განხორციელდება. ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღო. თეთრი სახლის ინფორმაციით, ბაიდენმა ნეთანიაჰუ გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ზიანისა და ჰუმანიტარული ტანჯვის თავიდან ასაცილებლად, ისრაელმა შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.