საქართველოს განათლების მინისტრი, გიორგი ამილახვარი მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. მინისტრმა სკოლის პედაგოგებთან მორიგი შეხვედრა ამჯერად ქალაქ რუსთავში ჩაატარა და მასში მონაწილეობა 150-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების მიზნით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნო და პედაგოგებს ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ მინისტრის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლის მხარეში, გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტის წევრებმაც.