პარლამენტმა პროპორციულ სიაში სავალდებულო გენდერულიი კვოტირება გააუქმა. ინიციატივას მხარი 85 დეპუტატმა დაუჭირა. საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივა პარტია „გირჩს“ ეკუთვნოდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათ შორის ქალი დეპუტატები აცხადებენ, რომ კვოტების გაუქმება - გენდერული დისკრიმინაციაა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარტია „გირჩს“ „ოცნებასთან“ გარიგებაშიც ადანაშაულებენ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პოზიციას - მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ პოლიტიკაში ქალთა დამოუკიდებლად პოზიციონირებისთვის გენდერული კვოტების გაუქმება საჭირო ნაბიჯი იყო.