სამოქალაქო მოძრაობების - “ტალღას” და “ჯიუტის”-ის აქტივისტები 8 აპრილს პარლამენტის წინ აქციას ჩაატარებენ. ამის შესაახებ მათ საკანონმდებლო ორგანოსთან გამართულ საორგანიზაციო შეხვედრაზე განაცხადეს. შეკრების ორგანიზატორები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ორშაბათს პარლამენტის შენობასთან ბანერებით მივიდნენ, რადგან პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი შესაძლოა სწორედ 8 აპრილს განიხილოს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი პროტესტი თანმიმდევრული და დემოკრატიული იქნება.