ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ამ კანონმდებლობის შემოღებას „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევა“ უწოდა. ნატო-ს გენმდივნის განცხადებით, საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა ნათელი გახადა, რომ მათ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში დემოკრატიული და აყვავებული მომავალი სურთ.