საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის კანონპროექტის“ განხილვისთვის ემზადება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ანტიდასავლური კანონპროექტის დაბრუნებით „ქართული ოცნება“ დასავლეთს მტრად აცხადებს და მეგობრებისგან ქვეყნის იზოლირებას ცდილობს. მმართველი პარტიაში კი ამბობენ, რომ ქვეყანაში მოქმედი ფინანსური წესების მიუხედავად, მესამე სექტორის დაფინანსება ხშირ შემთხვევაში გაუმჭირვალეა. „ქართულ ოცნენაში“ ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის „ევროპულ მაგალითზე შექმნილი ქართული კანონი ". ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ამ პროექტის მიზანია საქართველოში მოქმედმა NGO სექტორმა გამოააშკარაოს ე.წ. დამალული დაფინანსების წყაროები, რაც საზოგადოებისთვის აქამდე ცნობილი არ იყო.