“უცხოური აგენტების კანონის” ხელახლა შემოტანით “ქართული ოცნება” ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარებოდა.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სოციალურ ქსელში წერს.
"„უცხოური აგენტების კანონის" ხელახლა შემოტანით პარტია “ქართული ოცნება” შლის უფრო ღრმა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველების მისწრაფებებს და ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარებოდა”, - წერს მიქსერი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.