გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ, პროკურორის სახელით ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა, თითქოსდა შეეძლო, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტა. დაკავებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.