საქართველოს პროკურატურამ „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე, 1 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კომპანიის მომხმარებელების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა. პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.