მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ჯანდაცვის მინისტრმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობითვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც პრევენციის ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ფუნქციებსა და მნიშვლობაზე გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება.