საქართველოს პრეზიდენტისა და "ქართული ოცნების” დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. ხელისუფლების წარმომადგენლები, პრეზიდენტს 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებენ. საპირისპიროდ, ზურაბიშვილის პათოსს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ერთი ნაწილი სრულად იზიარებს. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ბოლიდროინდელ ქმედებებს დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. თემის დეტალებს ხატია სამხარაძისგან გავიგებთ.