პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომაადგენლები იმყოფებოდნენ. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოს მოქალაქეების გამარჯვებით უნდა დასრულდეს. მათივე განცხადებით შეხვედრაზე კონკრეტული პარტიების კონფიგურაციაზე საუბარი არ ყოფილა. აუდიენცია, დახურულ კარს მიღმა ქართული ოცნების მიერ დაინიცირებულ კანონპროექტს ეხებოდა, რომელიც მმართცელი გუნდის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობას ეხება. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ქალმა დეპუტატებმა განმარტეს რომ სახელისუფლებო გუნდი ევროინტეგრაციის ნაცვლად რუსეთს ირჩევს, რაც მკაცრად უნდა დაგმოს როგორც არასამთავრობო სექტორმა, ოპოზიციამ ასევე საქართველოს მოსახლეობამ. სალომე ჯაფარიძე გაგავაცნობს თემის დეტალებს.