საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება.
ელჩის თქმით, გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იყოს გამოყენებული.
„უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ: გამჭვირვალობა არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტი”, - წერს ელჩი.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.