საქართველოს პარლამენტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისთვის ემზადება. ხმაურიანი კანონპროექტი პარლამენტში უკვე დაინიცირდა. ოპოზიციაში ამ საკანონმდებლო ინიციატივას „რუსულს“ უწოდებენ და მკაცრი წინააღმდეგობის გაწევასაც აანონსებენ. ამავდროულად, ოპონენტთა ბრალდებებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ასევე ბრალდებით პასუხობს. თუ რას აცხადებენ დაპირისპირებული მხარეები.