მიმდინარე წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა. ხოლო მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაცია 0.01% იყო. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4%-ს შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური მაჩვენებელი 2.3%-ით განისაზღვრა. მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ატამი, ვაშლი და ყურძენი გაძვირდა, თუმცა ჩამონათვალში ასევე მოხვდა საწვავი, რომლის ფასიც ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. მონაცემების მიხედვით, ფასები შემცირებულია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში. უფრო დეტალურად კი, მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 40%-ით გაიფდა ანტიბიოტიკები, წიწიბურა - 37%-ით, კარტოფილი - 35%-ით და მზესუმზირის ზეთი - 30%.